თბილისი, წერეთლის გამზ. 121. TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70

დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია / INFORMATION ABOUT THE FOUNDER

,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი” დაფუძნდა ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ 2015 წელს და 2016 წლიდან შეუდგა საგანმანათლებლო საქმიანობას. უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარი გამოცდილების, ადგილის, რეპუტაციისა და რესურსების გათვალისწინებით, მიზნად ისახავდა: ქვეყანაში მაღალკვალიფიციური საექთნო კადრების მომზადებას; იმ დროისთვის არსებული პროფესიული განათლების პროგრამის შინაარსის ტრანსფორმაციას, რაც უზრუნველყოფილ იქნებოდა თანამედროვე პრაქტიკის, სიახლეების, სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებითა და ადაპტირებით; თანამედროვე გამოწვევების საპასუხო კადრის საჭიროებების დაკმაყოფილებას; არამარტო უმაღლესი განათლების, არამედ პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით განათლების სხვადასხვა საფეხურების დაკავშირების შესაძლებლობის გაჩენას. ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ წარმატებით ფუნქციონირებს, დასაქმების და სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების პერსპექტივით პირველია ქვეყანაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -"საექთნო საქმე"არის სამ წლიანი (180 კრედიტი) პროგრამა, რომლის ნახევარი ეთმობა თეორიულ, ხოლო ნახევარი პრაქტიკულ სწავლებას. ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველები კოლეჯში ხვდებიან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გამოცდის შედეგების საფუძველზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეეებისა). პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტს ენიჭება ,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში" და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივი სამედიცინო ბაზრის წარმატებულ წარმომადგენლებთან, ასევე გერმანიისა (ქ. პირმეზანი) და ლიეტუვის (კლაიპედა) საუნივერსიტეტო კლინიკებთან. David Tvildiani Medical University’s Public Nursing College, founded by the David Tvildiani Medical university in 2015, launched educational activities in 2016. Relying on its experience, position, reputation, and resources, the university sought to prepare highly qualified nursing workforce and contribute to addressing the country’s human resources and quality shortage, also to transform the content of the professional education program of that time so as to respond to the needs of human resources in response to contemporary challenges by taking into account and adopting modern practices, innovations, and medical achievements, while drawing closer to the international standards of both higher and professional education and offering possibilities for linking various levels of education through cooperation with state structures and sharing international experience. David Tvildiani Medical University’s Public Nursing College has been successfully operating for six years now, ranked first in the country in terms of employment and continuing studies in schools of higher education. The nursing professional education program encompasses three tears (180 credits), split equally between theory and practice. Duration of education is 3 years. Applicants for nursing courses are admitted into college based on state-facilitated examinations (with the exception of foreign citizens). After completing the program, professional students are recognized as holders of higher professional nursing qualifications, in line with the procedures defined by the state, and issued qualification certificates. The college has a solid record successful cooperation with accomplished representatives of the local medical market and German (Pirmasens) and Lithuanian (Klaipeda) university clinics alike.