თბილისი, წერეთლის გამზ. 121. TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70

"მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან გაცნობა

05 ოქტომბერი 2022
"მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან გაცნობა
სავაჭრო პალატის ორგანიზებით კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები გაეცვნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებს.
შეხვედრისას, პალატის იურისტმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ანა ფიფიამ მეწარმეებს ის სიახლეები წარუდგინა, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
მათ შორის, განიხილეს უკვე რეგისტრირებული კომპანიების მიერ მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა და მათ მიერ ელექტრონული პორტალის მართვის სპეციფიკა.
კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიდგომებისა და განვითარებული პრაქტიკის შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეწარმეებს შესაბამისი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა, ნინო მესხმა და საქართველოს სავაჭრო პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, MG Law-ს უფროსმა პარტნიორმა, ადვოკატმა გიორგი სვანაძემ.