თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
რეგისტრაცია პროგრამაზე -საექთნო საქმე

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი აცხადებს რეგისტრაციას სახელმწიფოს მიერ დაფინსებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე -საექთნო საქმე

პროგრამის ტიპი: მოდულური დონე: V
პროგრამის ხანგრძლივობა: 36 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის: 42 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი: -
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 40
მისაღები სსსმ სტუდენტების რაოდენობა: 6

განხორციელების ადგილი: დიდუბე-ჩუღურეთი, წერეთლის გამზ. N121
დაფინანსების ტიპი: პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ტესტირება:

  • ძირითადი შერჩევის მეთოდი: ქიმია, ბიოლოგია

დაწესებულების მიერ ორგანიზებული შერჩევა:

  • დამატებითი შერჩევის მეთოდი: მოტივაციური გასაუბრება

ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - საექთნო საქმე - ითვალისწინებს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ, ასევე - კლინიკური სწავლების კომპონენტს. სწავლა-სწავლების პროცესის ხანგრძლივობა არის სამი წელი, სრული დატვირთვით. საგანმანათლებლო დაწესებულება პასუხისმგებელია თეორიული და კლინიკური მეცადინეობის დაგეგმვა-კოორდინაციაზე. კლინიკური სწავლება საგანმანათლებლო პროგრამის სრული მოცულობის ნახევარს (90 კრედიტი) შეადგენს, თუმცა, საგანმანათლებლო დაწესებულება იტოვებს უფლებამოსილებას, კლინიკური სწავლების გარდა, სხვა კომპონენტებიც დაგეგმოს პრაქტიკის ობიექტზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, პორტალზე - vet.emis.ge
პროფესიულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 571 23 89 98 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@college.dtmu.ge

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გისურვებთ წარმატებას!