თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო:

§  იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

§  იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

§  იმყოფებოდნენ საკარანტინო ზონაში;

§  იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

§  იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

შესაძლებლობა აქვთ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე