TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
ქეთევან ცინცაძე

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი

ქეთევანს მიღებული აქვს განათლება ივ.ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტის, ეკონომიკური ინფორმატიკისა და ავტომატიზირებული სისტემების მართვის სპეციალობით.

დამთავრებული აქვს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი  ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“  მულტიმედია ტექნოლოგიების სპეციალობით.

გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები და სასწავლო კურსები: კორპორაცია,,IMS”-თან არსებული საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი, ბუღალტრის კვალიფიკაცია.  

2018 წელს კი წარმატებით გაიარა ტრენინგი ,,სასწავლო დაწესებულებების და რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა გადამზადების ზოგადი პროგრამა“.

2016 წლიდან ქეთევანი „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში“ იკავებს ბიბლიოთეკარის პოზიციას.