TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
ინა ქვრივიშვილი 

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ინა ქვრივიშვილი არის პროფესიული განათლების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული მართვის სფეროში  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. მისი საქმიანობა მოიცავს ხარისხის სისტემების განვითარებას, საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაციას.  

  დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ენის ფილოლოგია, ბაკალავრი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრი).  

  პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობდა ხარისხის უზრუნველყოფის, ადამიანური რესურსების, საქმისწარმოების, ზრდასრულთა განათლებისა და სასწავლო პროცესების ადმინისტრირების მიმართულებით. 

2026 წლიდან იკავებს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" -ს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციას. პროფესიული განვითარების ფარგლებში გავლილი აქვს "ბრიტანეთის საბჭო საქართველოში"- ტრენერთა და მენტორთა განვითარების პროგრამები, DVV International-ის Curriculum globALE პროგრამა, ასევე პროფესიულ განათლებაში სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების ტრენინგები.