TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
TBILISI , 121 TSERETELI AVE.
(+995) 322 35 77 70
ნინო სვანიძე

საექთნო განათლების პროგრამის დირექტორი

ნინო სვანიძე — შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს საექთნო განათლების პროგრამის დირექტორი და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ განათლებისა და აკრედიტაციის დირექტორია.

მას „წმინდა თამარ მეფის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში“ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება საექთნო საქმის დარგში და მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი (BSN), ასევე, „კავკასიოლოგიურ უნივერსიტეტში“ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, სპეციალობით — „კონფლიქტოლოგია“ (ბაკალავრის ხარისხი).

ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში მოღვაწეობის 18-წლიანი გამოცდილებით, იგი უძღვება საექთნო განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და კურიკულუმების მოდერნიზებას. ნინოს პროფესიული პორტფოლიო მოიცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO EMT) და JCI-ის გლობალურ ექსპერტიზას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროექტებს (MSF) და კვალიფიკაციებს: ავსტრია (ზალცბურგის Open Medical Institute – „ფსიქოსოციალური ონკოლოგია“ და „პალიატიური მზრუნველობა“); ისრაელი (რამბამის სამედიცინო ცენტრი – „ტრავმის სისტემები და მასობრივი კატასტროფების მართვა“).

მისი მთავარი მისიაა მაღალკვალიფიციური, გლობალურად კონკურენტუნარიანი საექთნო კადრების აღზრდა, პროფესიული პრესტიჟის ამაღლება და საქართველოში კლინიკური სწავლების უმაღლესი ხარისხის დამკვიდრება.