დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კოლეჯში ჩატარდა თემატური ღონისძიება, რომელიც სრულად მიეძღვნა საექთნო საქმის მნიშვნელობისა და მისი თანამედროვე გამოწვევების წარმოჩენას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაცია” American Hospital Tbilisi“- ის წარმომადგენლები: საექთნო მიმართულების დირექტორი – ნანი მაჭარაშვილი და განათლებისა და აკრედიტაციის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელი – ნინო სვანიძე.
მათ სტუდენტებს გააუზიარეს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, ასევე ისაუბრეს ინოვაციური საექთნო მიდგომების, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. აღნიშნულმა პრეზენტაციამ არსებითად გააღრმავა სტუდენტების ხედვა თანამედროვე საექთნო პრაქტიკის მიმართულებით და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების აუცილებლობას
ღონისძიების დასასრულს გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
კოლეჯი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, და უსურვებს ექთნის პროფესიის წარმომადგენლებს წინსვლასა და წარმატებას, ამ მეტად ღირსეულ და საზოგადოებისთვის აუცილებელ საქმეში.