მისია, ხედვა და ღირებულებები
მთავარი / ჩვენ შესახებ / მისია, ხედვა და ღირებულებები
უკან
მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის მისიაა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სტუდენტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების უზრუნველყოფა საექთნო საქმის მიმართულებით. დაწესებულება ამზადებს კოლეჯის კონკურენტუნარიან, ეთიკურ და მაღალკვალიფიციურ საექთნო კადრებს, რომლებიც პასუხობენ გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის სექტორის გამოწვევებს. კოლეჯი ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპის რეალიზებასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.
ხედვა
კოლეჯი წარმოადგენს ეროვნულ დონეზე აღიარებულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ხარისხის უზრუნველყოფის მაღალი კულტურით, სასწავლო-სიმულაციური, და არა მხოლოდ, გარემოს უზრუნველყოფისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით წამყვან პარტნიორ კლინიკებში.
ღირებულებები
აკადემიური კეთილსინდისიერება და ხარისხი
სტუდენტზე ორიენტირებულობა და თანასწორობა
პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება
ინოვაციურობა და უწყვეტი განვითარება
ინტერნაციონალიზაცია და მულტიკულტურალიზმი