თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

თეო ასათიანი

გზა ლიდერობისაკენ

მე ვარ თეო ასათიანი 41 წლის, დაოჯახებული. მყავს მეუღლე და სამი შვილი. გადავწყვიტე მოგიყვეთ ის კონკრეტული ეპიზოდი ჩემი ცხოვრების, რომლის შემდეგაც გავხდი დამოუკიდებელი, შემდგარი და ვფიქრობ წარმატებული ქალი.

ამბის თხრობას დავიწყებ ცოტა შორი წარსულიდან. 1998 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის ფაკულტეტზე. ორი კურსის დახურვის შემდეგ ოჯახური პირობების გამო მომიწია აკადემიურის აღება და, სამწუხაროდ, ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება, თუმცა, მიუხედავად ამისა არცერთი წუთი არ შემიწყვეტია იმაზე ფიქრი თუ როგორ მოვხვედრილიყავი ჩემთვის საოცნებო კედლებში, ანუ კლინიკაში. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვიქნებოდი ექიმი თუ მედდა, მაგრამ იმ დროს არსებული არცერთი საექთნო კოლეჯი არ აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. მე მინდოდა მყარი, საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, რომელსაც მოგვიანებით პრაქტიკით გავამყარებდი.

გავიდა ზუსტად 15 წელი და მხვდება ტელეფონზე მესიჯი ჩემი დისგან, რომელიც იმყოფებოდა იმჟამად ამერიკაში: „თეო, მგონი საშენო სასწავლებელი აღმოვაჩინე, დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯი, თითქოს შენ მოგარგეს, ძალიან გთხოვ წადი ღია კარის დღეზე“. იმ დღიდან დავკარგე მოსვენება, თითქოს საუკუნედ გადაიქცა დღეები დათქმულ რიცხვამდე. წარმატებით გავიარე გასაუბრება, ასევე ჩავაბარე გამოცდა და მოვიპოვე 100 %-იანი გრანტი. რომ არა დაფინანსება, რომელსაც „ევექსის ჰოსპიტლები“ მთავაზობდა, ვერ შევძლებდი სწავლის საფასურის გადახდას. ახლა უკვე მქონდა პროფესია და სწავლის დამთავრებისთანავე უზრუნველყოფილი ვიყავი სამუშაო ადგილით ევექსის ქსელში. ასევე მივიღებდი მყარ, სრულყოფილ განათლებას, რომელსაც ვერცერთი საექთნო კოლეჯი ვერ მომცემდა.

სწავლის პერიოდი საკმაოდ რთული იყო - ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან-საღამომდე ლექციები, პრაქტიკული სამუშაო, ტესტირება, ზეპირი გამოცდა; არ მქონდა მოდუნების ან რამის ზერელედ გაკეთების უფლება, რადგან მე ჩემი გრანტი უნდა შემენარჩუნებინა, რომელიც სწავლის წარმატებით დასრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო.

ტვილდიანის კოლეჯმა გარდა განათლებისა, ამიმაღლა თვითშეფასება, გამომიმუშავა უნარები, რომელიც დღემდე მეხმარება მუშაობაში, მასწავლა სტრესის მართვა და შთამაგონა, რომ ექთანი არის ყველაზე ძლიერი რგოლი მედიცინის გრძელ ჯაჭვში.

სწორედ ამ შემართებით დავიწყე მუშაობა კავკასიის მედიცინის ცენტრში დამწყებ მედდად, რეანიმაციულ განყოფილებაში. დღესაც ვგრძნობ იმ გულისცემას, რაც მე დამეუფლა პირველი პაციენტის ჩაბარებისას, მაგრამ ეს არ ყოფილა შიშის შეგრძნება. მე ჩემი ცოდნა მყარად მიმაგრებდა ზურგს და ქალბატონი თამარ დაუსის პატარ-პატარა მესიჯები, ლექციის დროს წამოსული, ზუსტად მაშინ მახსენდებოდა როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. „იკითხეთ რაც არ იცით ან ვერ გაიგეთ კარგად იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენი თავდაჯერებულობისთვისაც იქნება საჭირო“.

ამის შემდეგ იწყება საოცარი დღეები ჩემს ცხოვრებაში, „მოვიწამლე რეანიმაციით“. მუშაობის პროცესში არ მახსოვს ვინ ვარ, მყავს თუ არა ოჯახი, სრულიად გადართული ვხდები ჩემს პაციენტზე და ვიწყებ პრიორიტეტის გადანაწილებას, ვგეგმავ მთლიან სამუშაო დღეს და ვიცი რა შედეგს მინდა მივაღწიო სმენის დასასრულს. ერთხელ თუ განიცდით იმ სიხარულს რასაც პაციენტის გონზე მოსვლილსას იგრძნობთ, მერწმუნეთ ვერასოდეს მოახერხებთ ჩამოშორდეთ რეანიმაციას. ასჯერ რომ მაქვს ნათქვამი, გაახილოს თვალი, მოგიჭიროს ხელი და უცებ შენს ხელზე იგრძნობ ძალიან სუსტ შეხებას, ეს არის სასწაული განცდა. შემდეგ პაციენტთან ერთად იწყებ თავიდან ყლაპვის, კიდურების მოძრაობის, ფერების გარჩევისა და მეტყველების სწავლას - ყველაფერი ეს არის გადაქანცული სამუშაო დღის კომპენსაცია. ამ რეჟიმით ვიმუშავე სამი წელი, დამწყები მედდიდან გადავედი საშუალო გამოცდილ მედდის პოზიციაზე, შემდეგ გამოცდილზე და სმენის უფროს მედდამდე. ამჟამად ვარ ტრავმატოლოგია-ანგიოქირურგიული განყოფილების უფროსი მედდა.

ეს არ ყოფილა მარტივად გასავლელი გზა, უპირობოდ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები და მაშინ შეუძლებელი არაფერია. დღეს მე რომ შემდგარი ექთანი ვარ და თავს ვთვლი წარმატებულ ექთნად, მეტწილად დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯის მთლიანი გუნდის დამსახურებაა. ვიცი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ჩემი შემდგომი ნაბიჯებიც ვიცი რა იქნება და ეს მიზანმიმართულად, მყარად, ამაყად, დაუზარელად, მთელი გულითა და შემართებით უნდა ვაკეთო, სხვანაირად ვიცი შეუძლებელია.

მე მინდა გითხრათ როგორც ჩემს მომავალ კოლეგებს, საუკეთესო არჩევანი გაქვთ გაკეთებული, ყველა საჭირო პირობაა კოლეჯში შექმნილი იმასა რომ სრულად შეძლოთ ცოდნის გამყარება, მთავარია არ დაიზაროთ, არაფერს შეხედოთ ზედაპირულად - თქვენ ხომ ადამიანის სიცოცხლეზე იღებთ პასუხისმგებლობას და აქ შეცდომა უპატიებელია!

გზა ლიდერობისაკენ

მე ვარ თეო ასათიანი 41 წლის, დაოჯახებული. მყავს მეუღლე და სამი შვილი. გადავწყვიტე მოგიყვეთ ის კონკრეტული ეპიზოდი ჩემი ცხოვრების, რომლის შემდეგაც გავხდი დამოუკიდებელი, შემდგარი და ვფიქრობ წარმატებული ქალი.

ამბის თხრობას დავიწყებ ცოტა შორი წარსულიდან. 1998 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის ფაკულტეტზე. ორი კურსის დახურვის შემდეგ ოჯახური პირობების გამო მომიწია აკადემიურის აღება და, სამწუხაროდ, ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება, თუმცა, მიუხედავად ამისა არცერთი წუთი არ შემიწყვეტია იმაზე ფიქრი თუ როგორ მოვხვედრილიყავი ჩემთვის საოცნებო კედლებში, ანუ კლინიკაში. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვიქნებოდი ექიმი თუ მედდა, მაგრამ იმ დროს არსებული არცერთი საექთნო კოლეჯი არ აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. მე მინდოდა მყარი, საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, რომელსაც მოგვიანებით პრაქტიკით გავამყარებდი.

გავიდა ზუსტად 15 წელი და მხვდება ტელეფონზე მესიჯი ჩემი დისგან, რომელიც იმყოფებოდა იმჟამად ამერიკაში: „თეო, მგონი საშენო სასწავლებელი აღმოვაჩინე, დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯი, თითქოს შენ მოგარგეს, ძალიან გთხოვ წადი ღია კარის დღეზე“. იმ დღიდან დავკარგე მოსვენება, თითქოს საუკუნედ გადაიქცა დღეები დათქმულ რიცხვამდე. წარმატებით გავიარე გასაუბრება, ასევე ჩავაბარე გამოცდა და მოვიპოვე 100 %-იანი გრანტი. რომ არა დაფინანსება, რომელსაც „ევექსის ჰოსპიტლები“ მთავაზობდა, ვერ შევძლებდი სწავლის საფასურის გადახდას. ახლა უკვე მქონდა პროფესია და სწავლის დამთავრებისთანავე უზრუნველყოფილი ვიყავი სამუშაო ადგილით ევექსის ქსელში. ასევე მივიღებდი მყარ, სრულყოფილ განათლებას, რომელსაც ვერცერთი საექთნო კოლეჯი ვერ მომცემდა.

სწავლის პერიოდი საკმაოდ რთული იყო – ყოველდღიურ რეჟიმში დილიდან-საღამომდე ლექციები, პრაქტიკული სამუშაო, ტესტირება, ზეპირი გამოცდა; არ მქონდა მოდუნების ან რამის ზერელედ გაკეთების უფლება, რადგან მე ჩემი გრანტი უნდა შემენარჩუნებინა, რომელიც სწავლის წარმატებით დასრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი იყო.

ტვილდიანის კოლეჯმა გარდა განათლებისა, ამიმაღლა თვითშეფასება, გამომიმუშავა უნარები, რომელიც დღემდე მეხმარება მუშაობაში, მასწავლა სტრესის მართვა და შთამაგონა, რომ ექთანი არის ყველაზე ძლიერი რგოლი მედიცინის გრძელ ჯაჭვში.

სწორედ ამ შემართებით დავიწყე მუშაობა კავკასიის მედიცინის ცენტრში დამწყებ მედდად, რეანიმაციულ განყოფილებაში. დღესაც ვგრძნობ იმ გულისცემას, რაც მე დამეუფლა პირველი პაციენტის ჩაბარებისას, მაგრამ ეს არ ყოფილა შიშის შეგრძნება. მე ჩემი ცოდნა მყარად მიმაგრებდა ზურგს და ქალბატონი თამარ დაუსის პატარ-პატარა მესიჯები, ლექციის დროს წამოსული, ზუსტად მაშინ მახსენდებოდა როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. „იკითხეთ რაც არ იცით ან ვერ გაიგეთ კარგად იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენი თავდაჯერებულობისთვისაც იქნება საჭირო“.

ამის შემდეგ იწყება საოცარი დღეები ჩემს ცხოვრებაში, „მოვიწამლე რეანიმაციით“. მუშაობის პროცესში არ მახსოვს ვინ ვარ, მყავს თუ არა ოჯახი, სრულიად გადართული ვხდები ჩემს პაციენტზე და ვიწყებ პრიორიტეტის გადანაწილებას, ვგეგმავ მთლიან სამუშაო დღეს და ვიცი რა შედეგს მინდა მივაღწიო სმენის დასასრულს. ერთხელ თუ განიცდით იმ სიხარულს რასაც პაციენტის გონზე მოსვლილსას იგრძნობთ, მერწმუნეთ ვერასოდეს მოახერხებთ ჩამოშორდეთ რეანიმაციას. ასჯერ რომ მაქვს ნათქვამი, გაახილოს თვალი, მოგიჭიროს ხელი და უცებ შენს ხელზე იგრძნობ ძალიან სუსტ შეხებას, ეს არის სასწაული განცდა. შემდეგ პაციენტთან ერთად იწყებ თავიდან ყლაპვის, კიდურების მოძრაობის, ფერების გარჩევისა და მეტყველების სწავლას – ყველაფერი ეს არის გადაქანცული სამუშაო დღის კომპენსაცია. ამ რეჟიმით ვიმუშავე სამი წელი, დამწყები მედდიდან გადავედი საშუალო გამოცდილ მედდის პოზიციაზე, შემდეგ გამოცდილზე და სმენის უფროს მედდამდე. ამჟამად ვარ ტრავმატოლოგია-ანგიოქირურგიული განყოფილების უფროსი მედდა.

ეს არ ყოფილა მარტივად გასავლელი გზა, უპირობოდ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები და მაშინ შეუძლებელი არაფერია. დღეს მე რომ შემდგარი ექთანი ვარ და თავს ვთვლი წარმატებულ ექთნად, მეტწილად დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯის მთლიანი გუნდის დამსახურებაა. ვიცი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ჩემი შემდგომი ნაბიჯებიც ვიცი რა იქნება და ეს მიზანმიმართულად, მყარად, ამაყად, დაუზარელად, მთელი გულითა და შემართებით უნდა ვაკეთო, სხვანაირად ვიცი შეუძლებელია.

მე მინდა გითხრათ როგორც ჩემს მომავალ კოლეგებს, საუკეთესო არჩევანი გაქვთ გაკეთებული, ყველა საჭირო პირობაა კოლეჯში შექმნილი იმასა რომ სრულად შეძლოთ ცოდნის გამყარება, მთავარია არ დაიზაროთ, არაფერს შეხედოთ ზედაპირულად – თქვენ ხომ ადამიანის სიცოცხლეზე იღებთ პასუხისმგებლობას და აქ შეცდომა უპატიებელია!