თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

მანანა ბურძენიძე

გზა ლიდერობისაკენ

მოგიყვებით ამბავს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. დიახ, შეცვალა, შემაძენინა პროფესია, რომელიც ჩემი ყოფილა და არასდროს მიფიქრია თუ ეს შესაძლებელი იყო.

მე ვარ მანანა ბურძენიძე, 31 წლის. ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც ჩემი ქალიშვილი, ანასტასია, შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. დროთა განმავლობაში სტაციონარში, კონკრეტულად რეანიმაციაში დაწვენა მოგვიწია. უმძიმესი პაციენტი გახდა, რასაც ართულებდა ის, რომ დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდებოდა. ის სპეციალურ მოვლას საჭიროებდა, ამიტომ მისმა ექიმმა და მისმა გუნდმა მასწავლეს სახლის პირობებში როგორ მომევლო მისთვის. საექთნო მიმართულებით არანაირი განათლება არ მქონდა, ამიტომ უდიდეს პასუხისმგებლობას შევეჭიდე, რაც ემოციურად და ფიზიკურად რთული იყო. ერთი წლის შემდეგ ანასტასიას სუნთქვაში დახმარება დასჭირდა, ამიტომ ის ისევ რეანიმაციაში დავაწვინეთ. ვიცოდით, რომ პროგნოზი კარგი არ იყო, ამიტომ ისღა დაგვრჩენოდა დღევანდელი დღით გვეცხოვრა. ანასტასიას ყოველდღე ვპირდებოდი, რომ ვეცდებოდი მონაწილება მიმეღო იმის შეცვლაში, რაც არ მოგვწონდა - ხშირად ჰქონდა ნოზოკომიური ინფექციები, რაც გვირთულებდა სიტუაციას.

ერთ დღესაც როდესაც კლინიკაში მივედი ბავშვის სანახავად, მიმღებ განყოფილებაში განცხადება შევამჩნიე, სადაც ღია კარის დღეზე ეპატიჟებოდნენ მათ, ვისაც საექთნო განათლება აინტერესებდა  და სწორედ მაშინ გამახსენდა ბატონი გიას (ანასტასიას ექიმის) სიტყვები: „შენ ექთნობაზე იფიქრე, ეს საქმე კარგად გამოგდის”. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო.

დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯში ას პროცენტიანი გრანტი მოვიპოვე, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ აფინანსებდა და შიდა ქსელში დასაქმებას უზრუნველყოფდა. აქ თითოეული მოდული იმდენად მსუყე იყო, არც მეგონა ექთანს ამხელა განათლება თუ სჭირდებოდა. თითოეულ მოდულს გვიტარებდნენ პროფესიონალები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულები პაციენტებთან და თავიანთ გამოცდილებასაც გვიზიარებდნენ. პრაქტიკულ ნაწილში იმავე კლინიკაში გამგზავნეს სტაჟიორად, სადაც ანასტასია იწვა. ახლა უკვე სხვა, ახალი თვალით შევხედე თითოეულ პაციენტს, ჩემს ახლადმიღებულ ცოდნას უკვე პაციენტებს ვუკავშირებდი, რაც მაგრძნობინებდა როგორი მნიშვნელოვანია ექთნის როლი პაციენტის გადარჩენაში. 2018 წლის მარტში დავსაქმდი, ამჟამინდელი, კავკასიის მედიცინის ცენტრის მოზრდილთა კრიტიკულ დეპარტამენტში. არასდროს დამავიწყდება პირველი მორიგეობა, პირველი პაციენტი, პირველი გაწერილი პაციენტი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სულ პატარა წვლილი მაინც მიგიძღვის პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში. რა თქმა უნდა სირთულეებიც ახლავს თან ამ ყველაფერს, ექთანი ხომ იმ სადარაჯოზე დგას, სადაც არაერთი სიცოცხლე გაქვს ჩაბარებული, გენდობიან და ექიმის მარჯვენა ხელი ხარ - ამიტომ  უფრო მეტს სწავლობ, ის ცოდნა რასაც იღებ ერთჯერადი არაა.

2019 წელს ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში დავიწყე მუშაობა ახალშობილების რეანიმციაში. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, კიდევ ახლის სწავლა, მეტი გამოცდილება. გუნდმა, რომელმაც მიმიღო, შესანიშნავად მასწავლეს ის პრაქტიკული ნაწილი, რისი თეორიული ცოდნაც კოლეჯიდან მქონდა ახალშობილებთან მუშაობისთვის. ყველა გაწერილი ახალშობილი და მათი მშობლების მადლიერი სახეები მახსოვს. თითქმის ერთ წელიწადში კვლავ კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მივიღე შეთავაზება ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე. ჯერ ვერც კი ვიაზრებდი რა უნდა გამეკეთებინა, გულაჩქარებული მივედი და ჩემი მოვალეობები როცა გამაცნეს, მივხვდი სწორედ ის იყო, რაც ასე მაინტერესებდა. ახლანდელი ჩემი ძირითადი მოვალეობაა კლინიკაში მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობა ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მიზნით. მოგეხსენებათ, ნოზოკომიური ინფექციები მსოფლიოს ტკივილია. მათ აღმოფხვრას თუ მართვას დიდი შრომა და საკმარისი კადრი სჭირდება, სირთულეებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ დაძლევადი. იმედი მაქვს გამომდის იმის კეთება, რაც ასე მინდოდა, თუმცა სულ მინდა ახალი ვისწავლო და დავიხვეწო ჩემს საქმიანობაში.

დიახ, აქაც მნიშვნელოვანი რგოლი ექთანია. მათი განათლება და ინფორმირება მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. სწორედ, დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი კოლეჯს ვხედავ კვლავ ახალი მედდებისა და მედძმების გაზრდა-განვითარების სადარაჯოზე. სწორედ აქ დავიბადე და გავიზარდე ახალ პროფესიაში  და ყველას ვურჩევ აქ მოხვედრას, ვისაც ეს პროფესია აინტერესებს.

გისურვებთ წარმატებებს!

გზა ლიდერობისაკენ

მოგიყვებით ამბავს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. დიახ, შეცვალა, შემაძენინა პროფესია, რომელიც ჩემი ყოფილა და არასდროს მიფიქრია თუ ეს შესაძლებელი იყო.

მე ვარ მანანა ბურძენიძე, 31 წლის. ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც ჩემი ქალიშვილი, ანასტასია, შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. დროთა განმავლობაში სტაციონარში, კონკრეტულად რეანიმაციაში დაწვენა მოგვიწია. უმძიმესი პაციენტი გახდა, რასაც ართულებდა ის, რომ დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდებოდა. ის სპეციალურ მოვლას საჭიროებდა, ამიტომ მისმა ექიმმა და მისმა გუნდმა მასწავლეს სახლის პირობებში როგორ მომევლო მისთვის. საექთნო მიმართულებით არანაირი განათლება არ მქონდა, ამიტომ უდიდეს პასუხისმგებლობას შევეჭიდე, რაც ემოციურად და ფიზიკურად რთული იყო. ერთი წლის შემდეგ ანასტასიას სუნთქვაში დახმარება დასჭირდა, ამიტომ ის ისევ რეანიმაციაში დავაწვინეთ. ვიცოდით, რომ პროგნოზი კარგი არ იყო, ამიტომ ისღა დაგვრჩენოდა დღევანდელი დღით გვეცხოვრა. ანასტასიას ყოველდღე ვპირდებოდი, რომ ვეცდებოდი მონაწილება მიმეღო იმის შეცვლაში, რაც არ მოგვწონდა – ხშირად ჰქონდა ნოზოკომიური ინფექციები, რაც გვირთულებდა სიტუაციას.

ერთ დღესაც როდესაც კლინიკაში მივედი ბავშვის სანახავად, მიმღებ განყოფილებაში განცხადება შევამჩნიე, სადაც ღია კარის დღეზე ეპატიჟებოდნენ მათ, ვისაც საექთნო განათლება აინტერესებდა  და სწორედ მაშინ გამახსენდა ბატონი გიას (ანასტასიას ექიმის) სიტყვები: „შენ ექთნობაზე იფიქრე, ეს საქმე კარგად გამოგდის”. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი შანსი იყო.

დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯში ას პროცენტიანი გრანტი მოვიპოვე, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ აფინანსებდა და შიდა ქსელში დასაქმებას უზრუნველყოფდა. აქ თითოეული მოდული იმდენად მსუყე იყო, არც მეგონა ექთანს ამხელა განათლება თუ სჭირდებოდა. თითოეულ მოდულს გვიტარებდნენ პროფესიონალები, რომლებიც თავად იყვნენ ჩართულები პაციენტებთან და თავიანთ გამოცდილებასაც გვიზიარებდნენ. პრაქტიკულ ნაწილში იმავე კლინიკაში გამგზავნეს სტაჟიორად, სადაც ანასტასია იწვა. ახლა უკვე სხვა, ახალი თვალით შევხედე თითოეულ პაციენტს, ჩემს ახლადმიღებულ ცოდნას უკვე პაციენტებს ვუკავშირებდი, რაც მაგრძნობინებდა როგორი მნიშვნელოვანია ექთნის როლი პაციენტის გადარჩენაში. 2018 წლის მარტში დავსაქმდი, ამჟამინდელი, კავკასიის მედიცინის ცენტრის მოზრდილთა კრიტიკულ დეპარტამენტში. არასდროს დამავიწყდება პირველი მორიგეობა, პირველი პაციენტი, პირველი გაწერილი პაციენტი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სულ პატარა წვლილი მაინც მიგიძღვის პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში. რა თქმა უნდა სირთულეებიც ახლავს თან ამ ყველაფერს, ექთანი ხომ იმ სადარაჯოზე დგას, სადაც არაერთი სიცოცხლე გაქვს ჩაბარებული, გენდობიან და ექიმის მარჯვენა ხელი ხარ – ამიტომ  უფრო მეტს სწავლობ, ის ცოდნა რასაც იღებ ერთჯერადი არაა.