თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

ირაკლი თაბუკაშვილი

გზა ლიდერობისკენ

მე ვარ ირაკლი თაბუკაშვილი, მედძმა.

ჩემი ოცნება, ვყოფილიყავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ძალიან ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს იყო საქმე, რაც უნდა მეკეთებინა; დავხმარებოდი რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ყოველივე ეს კი იქნებოდა არა უბრალოდ საქმე ან რიგითი პროფესია, არამედ ის რაც მეც გამაბედნიერებდა. გავაცნობიერე ყოველივე ეს და სკოლის დასრულებისთანავე დავიწყე ზრუნვა საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში და უკვე მე-2 კურსიდან გადავწყვიტე თეორიული ცოდნა პრაქტიკით გამემყარებინა და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში. მოგეხსენებათ სამედიცინო სფერო არის ამოუწურავი და მუდმივად ცოდნის მიღების პროცესში უნდა იყო, გამომდინარე აქედან მეც მუდამ მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისთვის, სწორედ მაშინ როდესაც დავასრულე სამედიცინო უნივერსიტეტი, ვნახე რეკლამა დავით ტვილდიანის სახელობის საექთნი კოლეჯის შესახებ, ვფიქრობდი რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა  და დავწერე გამოცდა. გამოცდების დასრულების შემდეგ მალევე დამიბარეს და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გამაცნეს, რომ ჩავაბარე და ვიყავი სრულად დაფინანსებული. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი ემოცია, გააზრება იმ სიხარულის, რომ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი დასახულ მიზანს. 

კოლეჯში სწავლის პერიოდი იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი,  თუმცა ამ სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩავაბარე ერთ-ერთი გამოცდა და იძულებული გავხდი დამეტოვებინა სასწავლებელი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის თანადგომა და გულისწყვეტა რაც ვიგრძენი, იმ საგნის ხელმძღვანელის მხრიდან, რომლის საგანიც ვერ ჩავაბარე. ის ჩემზე გაცილებით შეცბუნებული იყო ამ ფაქტით და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მე ხელმეორედ გადავწყვიტე მისაღები გამოცდების ჩაბარება. საბოლოო ჯამში ბევრი მცდელობისა და შრომის შემდეგ, წარმატებით დავასრულე კოლეჯი.

ამ ყველაფრის პარალელურად  მუშაობა დავიწყე ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაუდებელ განყოფილებაში.  ყოველი ახალი სამსახური იყი ახალი გამოწვევა, რომელსაც უნდა შევჭიდებოდი, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მეგობრული და საოცრად მაღალი პროფესიონალური გარემო, რომელიც იქ დამხვდა. პრაქტიკულად სამსახური ჩემთვის იყო მეორე სახლი, რომლის დატოვება არ მინდებოდა.  ყოველივე ამის შემდეგ მალევე დაიწყო კოვიდ-19 ით გამოწვეული მსოფლიო პანდემია, რომელიც ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენ ქვეყანასაც ძალიან მძიმედ შეეხო. ამ პერიოდში მე გადამიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც იყო ბევრი რთული ღამე.

იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ავადმყოფის ახლობლების დამშვიდებას ყველაზე სტრესულ სიტუაციებშიც კი; ეს ნიშნავს კოლეგებისადმი ღრმა პატივისცემას, თანადგომასა და თავდადებას. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მივიღოთ მონაწილეობა, რაც თავადაც გვაბედნიერებს.