“დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”- ს სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს სასწავლო პროგრამის პრაქტიკული ნაწილი “American Hospital Tbilisi” -ში
სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ გარემოში გამოეყენებინათ და პრაქტიკული უნარები დაეხვეწათ.
“ამერიკულმა ჰოსპიტალი თბილისი”, როგორც თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებამ, უზრუნველყო საუკეთესო პირობები მომავალი საექთნო კადრების მომზადებისთვის.
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაენახათ პაციენტების მოვლის თანამედროვე მეთოდები, გაეცნოთ საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაეუმჯობესებინათ პროფესიული კომპეტენცია.
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები ჩაერთნენ სამედიცინო პროცესებში სხვადასხვა პროფილის განყოფილებებში, რის შედეგადაც მოიპოვეს ყოვლისმომცველი გამოცდილება და მოემზადნენ მომავალი პროფესიული გამოწვევებისთვის.






