შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ გულითადად ულოცავს ყველა მოქმედ და მომავალ ექთანს პროფესიულ დღესასწაულს – “ექთნების საერთაშორისო დღეს” !
ექთნის პროფესია არის ზრუნვის, პასუხისმგებლობის და ადამიანურობის განსაკუთრებული მაგალითი. მათი ყოველდღიური თავდადება, თანადგომა და პაციენტებზე მზურნველობა უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვაში.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თითოეულ ექთანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის
გისურვეთ ჯანმრთელობას, წარმატებას, პროფესიულ განვითარებას და უამრავ მადლიერ პაციენტს.
გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს !













