დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გიწვევთ აკრედიტებულ თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-კურსზე:
„ფიზიკურ და სარეაბილიტაციო მედიცინაში შეფასების ინდიკატორთა სისტემის დანერგვა და მონიტორინგი“ (აკრ. #0712)
16, 17, 18 ივლისი, 2026
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ტრენინგ-ცენტრი (ვახტანგ გორგასლის 9)
ხანგრძლივობა: 3 დღე | 12 საკონტაქტო საათი
ფორმატი: შერეული
ტრენინგი 16 და 17 ივლისს დაიწყება15 საათზე, ხოლო 18 ივლისს 10 საათზე.
პროგრამა განკუთვნილია:
კლინიკური მენეჯერებისთვის;
ექიმ-მონიტორებისთვის;
პირველადი ჯანდაცვისა და ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებისთვის.
ასევე, დასწრება შეუძლიათ ექთნებს, ფიზიკურ თერაპევტებს, რეაბილიტაციის სპეციალისტებს, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩამოთვლილი სპეციალობის ექიმებს მიენიჭებათ I ტიპის 9 უპგ ქულა.
სხვა პროფესიის მონაწილეებზე გაიცემა ტრენინგ-კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენერები:
ეკატერინე სანიკიძე – თსსუ ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ინტერნალისტი, ჯანდაცვის მართვის, სამედიცინო ეთიკისა და სამართლის სპეციალისტი.
ლია ავალიანი – ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, სამასაჟე სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი, სარეაბილიტაციო შეფასების ინდიკატორთა სისტემის ტრენერთა ტრენინგის სერტიფიცირებული მონაწილე.
ტრენინგ-კურსის ღირებულება 220 ლარი
რეზიდენტებისა და მაგისტრანტებისთვის – 100 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ივლისი.
ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე
https://docs.google.com/…/1FAIpQLScR2o7Y5hm…/viewform…
ადგილები შეზღუდულია.
