სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს„დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივმა საექთნო კოლეჯმა“ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მოიპოვა საექთნო განათლების პროგრამის ინგლისურ ენაზე განხორციელების უფლება.
შპს “დავით ტვილდიანის სახელობის საექთნო კოლეჯი” არის პირველი და ერთადერთი პროფესიული სასწავლებელი საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საექთნო განათლებას ინგლისურ ენაზე.
მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისკენ.
ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გახდით გლობალური ჯანდაცვის ნაწილი და დაიწყეთ წარმატებული კარიერის შენება ჩვენთან ერთად!
დეტალური ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის:
571238994