თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

დარეჯან კაპანაძე

გზა ლიდერობისკენ

არსებობს პროფესია, რომლის დროსაც საკუთარ თავს გადადებ და ყველაზე მნიშვნელოვანისთვის იბრძვი - ადამიანის სიცოცხლისთვის. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს დაგროვილი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას, დაუღალავ შეუჩერებელ შრომას და მუდმივად კონცენტრირებული მუშაობას.

ეს ყველაფერი სწავლის დაწყებამდე ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად გააზრებული.

ტვილდიანის საექთნო კოლეჯში უამრავი ადამიანი ცდილობდა ყოველდღიურად საკუთარი ცოდნის გაზიარებას ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ყოველდღიურად ცდილობდნენ აეხსნათ ჩვენთვის თუ რა იყო ის ნაბიჯი, რომელსაც სამომვალოდ ვდგამდით, აეხსნათ ის, რომ მნიშვნელოვანია იცოდე მეტი, რადგან შენი პროფესია ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს მთლიან ჯაჭვში, რომელიც ქმნის გუნდს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

ეს იყო ადგილი, რომელიც დამეხმარა ცოდნის შეძენასა და გამყარებაში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში, არა მარტო, არამედ ჩემს გუნდთან ერთად, რომელთაც ერთადაც საერთო გზა გავიარე კოლეჯის პირველი დღიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, სამუშაო გარემოში, სადაც ყოველი გატარებული დღე ახალ ცოდნას მაძლევს და ახალი მოტივაციით მავსებს. სამედიცინო კორპორაცია ევექსის მეშვეობით კი მომეცა შანსი მესწავლა სრულიად უფასოდ სამი წლის განმავლობაში, დავსაქმებულიყავი და წინ გადამედგა ნაბიჯები საკუთარ პროფესიაში.

ტვილდიანის კოლეჯი არის ადგილი, რომელიც შანსს აძლევს ნებისმიერი ასაკის მოტივირებულ ადამიანს საფუძვლიანად დაეუფლოს პროფესიას, მიიღოს მყარი ცოდნა და შემდგომ კორპორაცია ევექსის საშუალებით დაიწყოს მუშაობა ამავე ქსელში, განვითარდეს და გახდეს წარმატებული მედდა.

ტვილდიანის კოლეჯის დასრულების შემდეგ დავიწყე კავკასიის მედიცინის ცენტრში რეანიმაციაში დამწყები მედდის პოზიციაზე მუშაობა, ასევე დავიწყე ჰემოდიალიზის სწავლა. პროცესი იყო ძალიან რთული, მიწევდა ძალიან ბევრი ღამის გათენება, ყოველდღიურად ვცდილობდი მესწავლა  ყველაფერი, რაც პაციენტის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

არასდროს არ დამავიწყდება ჩემი პირველი  ჰემოდიალიზის ჩართვა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნერვიულობა და სტრესი გამოვიარე, რასაც ქალბატონი თამარის გამამხნევებელი და მამოტივირებელი  სიტყვები მიმსუბუქებდა. უკვე მესამე  წელია კავკასიის მედიცინის ცენტრში ვარ ჰემოდიალიზის მედდა და ასევე ვარ პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილების  პასუხისმგებელი მედდა.

როდესაც ამ პროფესიას ირჩევ და ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა გაკისრია, ყველანაირად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ძალიან დიდი და რთული გზის გავლა მოგიწევს მისაღწევ მიზნამდე, რომელსაც ამჟამად მე ჯერ კიდევ გავდივარ.

გზა ლიდერობისკენ

არსებობს პროფესია, რომლის დროსაც საკუთარ თავს გადადებ და ყველაზე მნიშვნელოვანისთვის იბრძვი – ადამიანის სიცოცხლისთვის. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს დაგროვილი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას, დაუღალავ შეუჩერებელ შრომას და მუდმივად კონცენტრირებული მუშაობას.