დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯისა და პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე კოლეჯის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა „იცნობდეთ თქვენს უფლებებს კომუნიკაციის სფეროში.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
ტრენინგეზე განიხილებოდა ისეთი თემები როგორიც არის: სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, მომხმარებელთან განცხადებისა და საჩივრების მიღება და განხილვა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისთვის მიმართვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 571238994
სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები : 10:00-17:00