მნიშვნელოვანი სიახლე
შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ ამაყად აცხადებს, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულის თეო ასათიანის დიპლომი აღიარებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის განათლების დეპარტამენტის (New York State Education Department) მიერ.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯში მიღებული განათლების ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას გლობალურ პროფესიულ სივრცეში.
ვულოცავთ თეოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!
გიზიარებთ კოლეჯის კურსდამთავრებულის თეო ასათიანის შეფასებას:
“DTMUN Public Nursing College ნამდვილად გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცეა — ადგილი, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და პროფესიონალიზმი ერთიანდება და სტუდენტები რეალურ წარმატებამდე მიჰყავს.
შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯ”-მა მომცა ძლიერი საფუძველი და შესაძლებლობა, რომ ჩემი პროფესიული გზა წარმატებით გამეგრძელებინა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კოლეჯის სრულ კოლექტივს მხარდაჭერისთვის და იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც სტუდენტებისთვის ახორციელებთ! “