“Education And Training Of Nurses In Georgia For Improvement Of Community Mental Health Service”/,,საქართველოში საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესების მიზნით ექთნების განათლება და გადამზადების” ფარგლებში, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო კვლევითი ცენტრი”-ს საექთნო პერსონალისთვის პრიორიტეტული გადამზადების ტრენინგი წარმატებით განხორციელდა.
აღნიშნული ტრენინგ-მოდული ორგანიზებული იყო ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”-სა და” მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა – Mental Health Center Gamma “- ს ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ მიერ კურსის წარმატებით გავლასა და ახალი კომპეტენციის შეძენას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.