თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

ნატა ხმალაძე

გზა ლიდერობისკენ

მე ვარ ნატა ხმალაძე, ექთანი.

გზა ექთნობამდე ტანჯვაზე გადის, ამოუწურავ სასწავლო მასალას კიდევ თან ახლავს კეთილმოსურნე მეგობარ-ნათესავების შემოძახილი: ამდენი უნდა ისწავლო და ექთანი გამოხვიდე? რად უნდა ნემსის კეთებას წიგნის კითხვა.. ამას ემატება ცინიკოსი კოლეგებიც: „მე რომ ანატომია არ გამივლია, ვერ ვმუშაობ? ბიოქიმია რა ხილია?“ თუ ნებისყოფა გეყო და გაუძელი ამ ყველაფერს, მიხვალ კლინიკაში სამუშაოდ და ხვდები და გრძობ-სხვანაირი ხარ. სხვებიც გრძნობენ ამას. დაინტერესდებით პაციენტის მჟავა-ტუტოვანი ბალანსით და პასუხად ბუზღუნს მიიღებთ (ექთნები რომ მჟავა-ტუტოვან ბალანსს მოგკითხავენ...) მოკრძალებულად მიუთითებ სტერილობაზე და მიგითითებენ კარზე. არადა სწავლის მწარე ძირი კენწეროში უნდა გატკბილებულიყო. სხვა მხრივ, არც სწავლას უჩანს კენწერო, ახალი კვლევები, ახალი მიდგომები. უკვე აღარ იცი-ამდენი ისწავლე და ექთანი უნდა იყო მართლა? ერთ მშვენიერ დღესაც რეანიმაციაში ყველაზე მძიმე, მაგრამ კეთილსაიმედო პაციენტს გაბარებენ, რთულ ოპერაციაზე უნდათ რომ შენ იდგე, იციან, ეიმედები...აღმოაჩინე რომ მართლაც არის ექთნობა a job that makes a difference.

 მერე პასუხისმგებელი ხდები განყოფილებაზე, სულ მალე კლინიკაზეც. გრძნობ რომ შეგიძლია მონაწილე გახდე რაღაც უფრო დიდის და უფრო მეტის, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო, უკეთესობისკენ შეცვალო, ვერც მოასწარი გააზრება ისე დაადექი წარმატების გზას, გზას, რომელიც შეგახსენებთ-ტანჯვაზე გადის.

გზა ლიდერობისკენ

მე ვარ ნატა ხმალაძე, ექთანი.

გზა ექთნობამდე ტანჯვაზე გადის, ამოუწურავ სასწავლო მასალას კიდევ თან ახლავს კეთილმოსურნე მეგობარ-ნათესავების შემოძახილი: ამდენი უნდა ისწავლო და ექთანი გამოხვიდე? რად უნდა ნემსის კეთებას წიგნის კითხვა.. ამას ემატება ცინიკოსი კოლეგებიც: „მე რომ ანატომია არ გამივლია, ვერ ვმუშაობ? ბიოქიმია რა ხილია?“ თუ ნებისყოფა გეყო და გაუძელი ამ ყველაფერს, მიხვალ კლინიკაში სამუშაოდ და ხვდები და გრძობ-სხვანაირი ხარ. სხვებიც გრძნობენ ამას. დაინტერესდებით პაციენტის მჟავა-ტუტოვანი ბალანსით და პასუხად ბუზღუნს მიიღებთ (ექთნები რომ მჟავა-ტუტოვან ბალანსს მოგკითხავენ…) მოკრძალებულად მიუთითებ სტერილობაზე და მიგითითებენ კარზე. არადა სწავლის მწარე ძირი კენწეროში უნდა გატკბილებულიყო. სხვა მხრივ, არც სწავლას უჩანს კენწერო, ახალი კვლევები, ახალი მიდგომები. უკვე აღარ იცი-ამდენი ისწავლე და ექთანი უნდა იყო მართლა? ერთ მშვენიერ დღესაც რეანიმაციაში ყველაზე მძიმე, მაგრამ კეთილსაიმედო პაციენტს გაბარებენ, რთულ ოპერაციაზე უნდათ რომ შენ იდგე, იციან, ეიმედები…აღმოაჩინე რომ მართლაც არის ექთნობა a job that makes a difference.

 მერე პასუხისმგებელი ხდები განყოფილებაზე, სულ მალე კლინიკაზეც. გრძნობ რომ შეგიძლია მონაწილე გახდე რაღაც უფრო დიდის და უფრო მეტის, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო, უკეთესობისკენ შეცვალო, ვერც მოასწარი გააზრება ისე დაადექი წარმატების გზას, გზას, რომელიც შეგახსენებთ-ტანჯვაზე გადის.