შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიული კომიტეტის 2024 წლის მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულია.
საკონკურსო განაცხადის ფარგლებში კოლეჯის მიერ წარდგენილ იქნა პროექტი – ,,Education And Training Of Nurses In Georgia For Improvoment Of Community Mental Health Service/საქართველოში საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესების მიზნით ექთნების განათლება და გადამზადება”.
პროექტის მიზანია საქართველოში საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების გზით.
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან, როგორც დედაქალაქის, ასევე სხვადასხვა რეგიონის კლინიკების 160-მდე ექთანი, რაც ხელს შეუწყობს: მათი პროფესიული უნარების განვითარებას; ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, თანამედროვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციით მათ გათვითცნობიერებას; დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარებით გამკლავებას, როგორც სამუშაო გარემო პირობების, ასევე, ზოგადად, სერვისის გაუმჯობესებაში საკუთარი, ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
პროექტის მოსამზადებელი სამუშოები უკვე დაწყებულია. შესაბამისად, 2024 წლის 13 ნოემბერს პროექტის მონაწილე წევრების გაცნობის, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, კოლეჯის ხედვებისა და მოლოდინების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღების მიზნით, კოლეჯს სტუმრობდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურულ საქმეთა ატაშე – ივან კალი და ამერიკის შეერთებული შტატების განათლების საქმეთა სპეციალისტი, პროგრამის კოორდინატორი – სოფიო ბზიშვილი
პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოლეჯისთვის, არამედ ჩვენი საექთნო საზოგადოებისთვის და შესაბამისად ეს გამარჯვებაც ყველა საექთნო სფეროს გულშემატკივარს ეკუთვნის.
იმედს ვიტოვებთ, პროექტის საბოლოო შედეგები მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იქნება ექთნების შრომის დაფასების, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების, ხოლო პაციენტებისთვის ზრუნვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 571238994
სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები : 10:00-17:00