“Education And Training Of Nurses In Georgia For Improvement Of Community Mental Health Service/საქართველოში საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესების” მიზნით ექთნების განათლება და გადამზადების ფარგლებში, “მარდალეიშვილის სამედიცინო კვლევითი ცენტრის” საექთნო პერსონალისათვის პრიორიტეტული გადამზადების მეორე ინტენსიური ტრენინგ-სესია წარმატებით განხორციელდა.
აღნიშნული ტრენინგ-მოდული ორგანიზებულია “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯისა” და “ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა – Mental Health Center Gamma-ს ” ერთობლივი თანამშრომლობით.
მეორე სესიის ძირითადი თემატური მიმართულებები:
შფოთვითი მდგომარეობების კლინიკური მართვა
ბრაზის რეგულაციის თანამედროვე თერაპიული მეთოდები
პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები
ტრენინგს უძღვებოდა ” მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმას” ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ბესო ჭიღვარია, რომელმაც თავისი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა გაუზიარა პროექტში ჩართულ ექთნებს.
სწავლების პროცესი წარიმართა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით
This training module is organized jointly through cooperation between David Tvildiani Medical University Public Nursing College and Mental Health Center Gamma.
The main directions of the second session included:
Clinical management of anxiety disorders
Modern therapeutic approaches to anger management
Effective strategies for communication with patients.
The training was delivered by Beso Chighvaria, psychotherapist for Mental Health Center Gamma/head of the psychotherapy service. The trainer shared his practical experience and theoretical knowledge with the nurses engaged in the project.
The teaching process is interactive and meets modern standards, in this way fostering putting theoretical knowledge into practice.
The project is implemented with the support of the United States Embassy in Georgia