შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგს უძღვებოდა აკრედიტებული კომპანია ,,ეიჩეს ჯგუფი“.
ტრენინგის მიზანი გახლდათ მსმენელს მიეღო დეტალური ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი საკითხების, საგანგებო მოქმედებებისა და საევაკუაციო ღონისძიებების შესახებ.
სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები : 10:00-17:00
საკონტაქტო ნომერი : 571238994