DTMU Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი ის ოთხმა წარჩინებულმა სტუდენტმა 2018 წლის 5 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, ლიტვაში, ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (საექთნო კოლეჯისა და ჰოსპიტალის თანადაფინასებით) გაიარა „ობზერვაციის“ კურსი.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ კლინიკის სხვადასხვა განყოფილების, ევრუპული სტანდარტების შესაბამისი ექთნების, ყოველდღიურ საქმიანობას, თვალყური ედევნებინათ ქირურგიული ოპერაციისას ექთნის როლზე და მნიშვნელობაზე საოპერაციო მაგიდასთან, დაკვირვებითა და თანამშრომლობით შეესრულებინათ სხვადასხვა საექთნო მანიპულაციები.
კურსის დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები ( კურსის გავლისად 4 სასწავლო კრედიტის მინიჭების შესახებ).
კლინიკის წარმომადგენლების მიერ დადასტურებული იქნა ჩვენი, როგორც ქვეყნის, ასევე საექთნო კოლეჯის, საექთნო განათლებაში აღებული კურსის მართებულობა, რაც გამოიხატა მომავალში თანამშრომლობის გაგრძლების სურვილით.
საექთნო კოლეჯი გააგრძლებს წარმატებული პროფესიული სტუდენტების გამოვლენასა და მათ წახალისებას მსგავს პროექტებში მონაწილებით.
შპს „დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ მადლობას უხდის ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენლებს, პროფესიული სტუდენტებისათვის ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მიცემისა და პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის შრომის წარმოჩენისათვის.
სტუდენტები: ანა სამხარაძე, მადონა ჩარკვიანი, ნატა ხმალაძე, სანდრო ფხაკაძე.