სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლაში განახლდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი” , რომელსაც ანხორციელებს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი
მერვე კლასის მოსწავლეები სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან ექთნის პროფესიის არსს და მის საფუძვლებს / ტრენერი ლეილა ვოსკანიანი/.
პროგრამის მთავარი მიზანია:
- მოსწავლეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიის შესახებ;
- განივითარონ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი/საკვანძო უნარები საწყის დონეზე;
- პროფესიის შესახებ მიიღონ ზოგადი და ელემენტარული ცოდნა, რომელსაც შემდგომში, ამპროფესიის არჩევის შემთხვევაში გაიღრმავებენ;
- პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით შეძლონ პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა დაპროფესიისთვის დამახასიათებელი მარტივი სამუშაოების შესრულება;
- კურსის შემდგომ, მოსწავლემ შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, სურს თუ არა მომავალში ამ პროფესიის არჩევა