მარიამ გოგია
დირექტორის თანაშემწე და სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების სპეციალისტი
მარიამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში.
გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები და სასწავლო კურსები: „სამართალი და ადამიანის უფლებები“, „ტრენინგი კანონის სიახლეებთან დაკავშირებით“, ინოვაციებისა და განვითარების ფონდი „კონსტიტუციური სამართალი“, „ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგი სამართალში“ და სხვა სასწავლო კურსები.
2017-2018 წლებში მარიამი დასაქმებული იყო საადვოკატო ბიუროში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.
2018 წლიდან შემოუერთდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის გუნდს.