თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

თაკო რაზმაძე

გზა ლიდერობისკენ

მე ვარ თაკო რაზმაძე, ექთანი, 32 წლის. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება და აზრი ამ მეტად საპასუხისმგებლო, საინტერესო და საამაყო პროფესიაზე, როგორიც არის ექთნობა.
სკოლის ასაკიდან მქონდა უდიდესი სურვილი სამედიცინო სფეროში დამემკვიდრებინა თავი და გავმხდარიყავი ექიმი, მაგრამ მშობლების დაჟინებული წინააღმდეგობის გამო ვერ შევძელი ამ სურვილის ასრულება. ჩავაბარე ინფორმატიკის ფაკულტეტზე, სადაც სრულიად ვერ ვიპოვე საკუთარი თავი.
რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე დავით ტვილდიანი საექთნო კოლეჯის შესახებ, სადაც ტარდებოდა მისაღები გამოცდები და ჰქონდა საუკეთესო პირობები.ზოგადი წარმოდგენა მქონდა ამ კოლეჯის შესახებ და სრულიად გაუცნობიერებლად გადავწყვიტე მეცადა ბედი - გავედი მისაღებ გამოცდაზე, სადაც მოვიპოვე გრანტი, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია ევექსი უზრუნველყოფდა.  კოლეჯში არსებულმა გარემომ, დამოკიდებულებამ და პროფესიონალიზმმა კი ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
სწავლა მარტივი არ ყოფილა. ამ კოლეჯში სწავლა მოითხოვდა უდიდეს შრომას და მონდომებას, მაგრამ ამავდროულად იყო უდიდესი მოტივაცია ადმინისტრაციის მხრიდან - თუ გაქვს სურვილი დაეუფლო ამ პროფესიას, ვალდებული ხარ გააზრებული გქონდეს თუ რასთან გაქვს საქმე და მიუდგე საქმეს როგორც პასუხისმგებლობით, ასევე საქმისადმი სიყვარულით; გაიარო ეს გზა, რომელიც  განათლების სახით მოგცემს უდიდეს თავდაჯერებულობას, სიამაყის შეგრძნებას და დაფასებას.
სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ი.ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში, ახალშობილთა რეანიმაციაში, სადაც კოლეჯში მიღებულ უდიდეს ცოდნას დაემატა პრაქტიკული გამოცდილება, რის საფუძველზეც მალევე შევძელი დამწყები მედდის პოზიციიდან გამოცდილი მედდის პოზიციაზე გადასვლა. ამ კლინიკაში კიდევ უფრო ძლიერად გავაცნობიერე თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვიდექი, როდესაც გებარება სასოწარკვეთილი მშობლის ახალშობილი შვილი. მარტივი გზა არ ყოფილა აქაც: უამრავი უძილო ღამე, სტრესი, თანაგრძნობის გაუსაძლისი შეგრძნება, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სიყვარული საკუთარი საქმისადმი, სურვილი წინსვლის და წარმატების მიღწევის. დაგროვილი გამოცდილების შემდეგ დღეს ვმუშაობ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე.პ ასუხისმგებლობა მაქვს როგორც კლინიკის ასევე პაციენტების წინაშე.
მე მინდა გითხრათ, ვინც ამ პროფესიაზე გააკეთებთ არჩევანს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული ამ კოლეჯში სწავლის სახით,რადგან მიიღებთ როგორც პროფესიულ ასევე ცხოვრებისეულ ცოდნას. გეყოლებათ საუკეთესო, პროფესიონალი ლექტორები და გექნებათ უდიდესი სიამაყის შეგრძნება, რომ იქნებით ამ კოლეჯის წარმომადგენლები.
#მეამაყებარომვარექთანი

გზა ლიდერობისკენ

მე ვარ თაკო რაზმაძე, ექთანი, 32 წლის. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება და აზრი ამ მეტად საპასუხისმგებლო, საინტერესო და საამაყო პროფესიაზე, როგორიც არის ექთნობა.
სკოლის ასაკიდან მქონდა უდიდესი სურვილი სამედიცინო სფეროში დამემკვიდრებინა თავი და გავმხდარიყავი ექიმი, მაგრამ მშობლების დაჟინებული წინააღმდეგობის გამო ვერ შევძელი ამ სურვილის ასრულება. ჩავაბარე ინფორმატიკის ფაკულტეტზე, სადაც სრულიად ვერ ვიპოვე საკუთარი თავი.
რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე დავით ტვილდიანი საექთნო კოლეჯის შესახებ, სადაც ტარდებოდა მისაღები გამოცდები და ჰქონდა საუკეთესო პირობები.ზოგადი წარმოდგენა მქონდა ამ კოლეჯის შესახებ და სრულიად გაუცნობიერებლად გადავწყვიტე მეცადა ბედი – გავედი მისაღებ გამოცდაზე, სადაც მოვიპოვე გრანტი, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია ევექსი უზრუნველყოფდა.  კოლეჯში არსებულმა გარემომ, დამოკიდებულებამ და პროფესიონალიზმმა კი ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
სწავლა მარტივი არ ყოფილა. ამ კოლეჯში სწავლა მოითხოვდა უდიდეს შრომას და მონდომებას, მაგრამ ამავდროულად იყო უდიდესი მოტივაცია ადმინისტრაციის მხრიდან – თუ გაქვს სურვილი დაეუფლო ამ პროფესიას, ვალდებული ხარ გააზრებული გქონდეს თუ რასთან გაქვს საქმე და მიუდგე საქმეს როგორც პასუხისმგებლობით, ასევე საქმისადმი სიყვარულით; გაიარო ეს გზა, რომელიც  განათლების სახით მოგცემს უდიდეს თავდაჯერებულობას, სიამაყის შეგრძნებას და დაფასებას.