თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

თამთა ნოზაძე

გზა ლიდერობისკენ

ჩემს მიერ გავლილი გზა ექთნობისკენ ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ძალიან ბევრი ვიშრომეთ ჩვენც და ჩვენმა ლექტორებმაც, რომ ჩამოვყალიბებულიყავით პროფესიონალ, თავდაჯერებულ, ჩვენი საქმის ერთგულ ექთნებად. ჩვენ გამოვიარეთ ქარსა და ცეცხლში, ვსწავლობდით განუწყვეტლივ და ვსწავლობდით არა ერთი დღისთვის, რომ ლექტორამდე მიგვეტანა ნასწავლი, არამედ ძირ-ფესვიანად და ხარისხიანად, ისე რომ დღემდე ჩამესმის ყურში ზოგიერთი ჩემი ლექტორის სიტყვები.

ნამდვილი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვქონდა და ეს ბრძოლა დაიწყო მაშინ, როცა აღმოვჩნდით არა მულაჟის, არამედ ნამდვილი პაციენტის წინ. აი, ზუსტად აქ უნდა გამოგვეყენებინა და გადმოგვეტანა ცოდნა პრაქტიკაში ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

ჩვენ გვასწავლიდნენ პაციენტის არა მარტო მოვლას, არამედ მის ადვოკატირებას, მისი უფლებების დაცვას, მასზე ზრუნვას და მისთვის დაუღალავ ბრძოლას. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით გადაგველახა ყველა დაბრკოლება რაც წინ გვხვდებოდა, დავიწყეთ დამწყებ ექთნებად მუშაობა და გავიარეთ ყველა საფეხური - რომ არა ის თეორიული ცოდნა, რაც საფუძვლად მოსდევს ჩვენს პრაქტიკაში შეძენილ უნარებს, გაგვიჭირდებოდა ამ გზის გავლა.

დღეს ვარ კლინიკა კონსილიუმ მედულას მთავარი მედდა და დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯში ვკითხულობ ლექციებს, აქტიურად ვაგრძელბ ექთნების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, ახლა მათ გადავცემ იმ ცოდნას, რაც მე ტვილდიანის კოლეჯმა გადმომცა წლების წინ.

მე მეამაყება ჩემი პროფესია და მეამაყება ის გზა, რომელიც გავიარე.

გზა ლიდერობისკენ

ჩემს მიერ გავლილი გზა ექთნობისკენ ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ძალიან ბევრი ვიშრომეთ ჩვენც და ჩვენმა ლექტორებმაც, რომ ჩამოვყალიბებულიყავით პროფესიონალ, თავდაჯერებულ, ჩვენი საქმის ერთგულ ექთნებად. ჩვენ გამოვიარეთ ქარსა და ცეცხლში, ვსწავლობდით განუწყვეტლივ და ვსწავლობდით არა ერთი დღისთვის, რომ ლექტორამდე მიგვეტანა ნასწავლი, არამედ ძირ-ფესვიანად და ხარისხიანად, ისე რომ დღემდე ჩამესმის ყურში ზოგიერთი ჩემი ლექტორის სიტყვები.

ნამდვილი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვქონდა და ეს ბრძოლა დაიწყო მაშინ, როცა აღმოვჩნდით არა მულაჟის, არამედ ნამდვილი პაციენტის წინ. აი, ზუსტად აქ უნდა გამოგვეყენებინა და გადმოგვეტანა ცოდნა პრაქტიკაში ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

ჩვენ გვასწავლიდნენ პაციენტის არა მარტო მოვლას, არამედ მის ადვოკატირებას, მისი უფლებების დაცვას, მასზე ზრუნვას და მისთვის დაუღალავ ბრძოლას. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით გადაგველახა ყველა დაბრკოლება რაც წინ გვხვდებოდა, დავიწყეთ დამწყებ ექთნებად მუშაობა და გავიარეთ ყველა საფეხური – რომ არა ის თეორიული ცოდნა, რაც საფუძვლად მოსდევს ჩვენს პრაქტიკაში შეძენილ უნარებს, გაგვიჭირდებოდა ამ გზის გავლა.