14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ასოციაცია “ანიკამ” კიკვიძის პარკში გამართა ღონისძიება.
სხვადასხვა აქტივობებში კოლეჯის სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი მხარს უჭერს ასოციაცია ანიკას და უსურვებს წარმატებას!