კომუნიკაციის უნარები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები შ.შ.მ და აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებში.
შეზღუდული შესაძლებლობებისა და აუტისტური სპექტრის მქონე პირები , მომსახურების პროცესში, მნიშვნელოვნად საჭიროებენ მათ მიმართ ინკლუზიური მიდგომის გამოყენებას.
“პროფესიული უნარების სააგენტოს” დაფინანსებით, “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”-ს, “ასოციაცია ანიკა”-სა და “მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის გამმა”-ს კოლაბორაციით აღნიშნულ პირებთან მუშაობის შესახებ ჩვენი სტუდენტებისთვის სპეციალური კურსი განახორციელდება.
ტრენინგი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც სამედიცინო პერსონალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისას გაუმჯობესებული კომუნიკაციის წარმართვასა და ქცევის ეტიკეტის დაცვაში დაეხმარება.
ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს მიეწოდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.️ მიღებულ ცოდნას სტუდენტები სამომავლოდ პრაქტიკაში გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მიმართ სამედიცინო სერვისების ხელშეწყობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირები სამედიცინო მომსახურების მიღებისას სხვადასხვა სახის ბარიერს ხვდებიან, მათ შორის ხშირად დამოკიდებულებით ბარიერს.
ტრენინგის ძირითადი თემები:
შშმ პირთა მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.
სათანადო ტერმინოლოგიის შესწავლა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანასწორობა.
პროექტის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სათანადო კომუნიკაციის და შესაბამისად, მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიზნით სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიწოდება.
Association Anika • ასოციაცია ანიკა
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა – Mental Health Center Gamma
სამუშაო დღეები : ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები : 10:00-17:00
საკონტაქტო ნომერი : 571238994