ტრენინგი: ,,ასეპტიკა და ჰიგიენა — ინფექციის კონტროლი”
შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში” ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ასეპტიკა და ჰიგიენა — ინფექციის კონტროლი“.
ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ძირითადი პრინციპების გაცნობა და იმ პრაქტიკული უნარების გაძლიერება, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო საექთნო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
მონაწილეებმა განიხილეს ასეპტიკისა და ჰიგიენის მნიშვნელობა საექთნო პრაქტიკაში, ინფექციის გავრცელების, ასევე, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პრევენციული ზომები, მისი ძირითადი მიდგომები.
ტრენინგი ჩაატარა ,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” -ს განათლებისა და აკრედიტაციის საექთნო დეპარტამენტის დირექტორმა და სასწავლო მენეჯერმა, ასევე, შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი” -ს პროგრამა “საექთნო განათლების” ხელმძღვანელმა, ქალბატონმა Nino Svanidze-მ.
ინფექციის კონტროლის თანამედროვე პრინციპების ცოდნა წარმოადგენს ხარისხიანი და უსაფრთხო საექთნო პრაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.





