შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივმა საექთნო კოლეჯმა”, ინგლისურენოვანი საექთნო საგანმანათლებლო პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისა და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი”-ს ექთნებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი უზრუნველყო.
ინიციატივის მიზანია ექთნებისთვის ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაციისა და აკადემიური მასალის სრულყოფილად აღქმის უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის წარმატებით განხორციელებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.
#საექთნოგანათლება#ინგლისურენოვანიპროგრამა#ტვილდიანისსაექთნოკოლეჯი