დტსუ-საექთნო კოლეჯი
მთავარი / ჩვენ შესახებ / დტსუ-საექთნო კოლეჯი
დტსუ-საექთნო კოლეჯი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი პარტნიორებთან, სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და გერმანიის ქ. პირმასენსის მუნიციპალური კლინიკა, ერთად გიწვევთ ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველებს.
,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი” დაფუძნდა ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ 2015 წელს და 2016 წლიდან შეუდგა საგანმანათლებლო საქმიანობას. უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარი გამოცდილების, ადგილის, რეპუტაციისა და რესურსების გათვალისწინებით, მიზნად ისახავდა: ქვეყანაში მაღალკვალიფიციური საექთნო კადრების მომზადებას; იმ დროისთვის არსებული პროფესიული განათლების პროგრამის შინაარსის ტრანსფორმაციას, რაც უზრუნველყოფილ იქნებოდა თანამედროვე პრაქტიკის, სიახლეების, სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებითა და ადაპტირებით; თანამედროვე გამოწვევების საპასუხო კადრის საჭიროებების დაკმაყოფილებას; არამარტო უმაღლესი განათლების, არამედ პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით განათლების სხვადასხვა საფეხურების დაკავშირების შესაძლებლობის გაჩენას. ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“ წარმატებით ფუნქციონირებს, დასაქმების და სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების პერსპექტივით პირველია ქვეყანაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -"საექთნო საქმე"არის სამ წლიანი (180 კრედიტი) პროგრამა, რომლის ნახევარი ეთმობა თეორიულ, ხოლო ნახევარი პრაქტიკულ სწავლებას. ექთნის პროფესიის დაუფლების მსურველები კოლეჯში ხვდებიან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გამოცდის შედეგების საფუძველზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეეებისა). პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტს ენიჭება ,,უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში" და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივი სამედიცინო ბაზრის წარმატებულ წარმომადგენლებთან, ასევე გერმანიისა (ქ. პირმეზანი) და ლიეტუვის (კლაიპედა) საუნივერსიტეტო კლინიკებთან.
პრაქტიკის ობიექტები
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი“: რეფერალური ჰოსპიტლები, რაიონული ჰოსპიტლები, პოლიკლინიკები; გერმანიის ქ. პირმასენსის მუნიციპალური კლინიკა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
ლუბლიანას ქ 2/6
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი თბილისი
ლუბლიანას ქ. 21
ბავშვთა ახალი კლინიკა
ლუბლიანას 21
დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისი
ქავთარაძის ქ.23
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ქუთაისი
ჯავახიშვილის ქ. №83ა
ონკოლოგიის ცენტრი ქუთაისი
ჯავახიშვილის ქ. №85
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ქუთაისი
ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2
წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი ქუთაისი
პ.იაშვილის ქ. #9
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ბათუმი
ბაგრატიონის ქ. №125
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი ბათუმი
აეროპორტის გზატკეცილი, 64
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი ზუგდიდი
გამსახურდიას ქ. №206
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი თელავი
ვ. სეხნიაშვილის 1
კარაპს მედლაინი თბილისი
ლუბლიანას ქ. 48
თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი თბილისი
ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი თბილისი
წინანდლის ქ. 9
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი ახალციხე
რუსთაველის ქ. №105 ა
ფოთის რეფერალური ჰოსპიტალი ფოთი
გურიის ქ. №171