მისია, ხედვა და ღირებულებები
მთავარი / ჩვენ შესახებ / მისია, ხედვა და ღირებულებები
უკან
მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია
დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის მისიაა, მოამზადოს ექთნები, რომლებიც შეძლებენ გააუმჯობესონ ადამიანების სიცოცხლის ხარისხი, მიუხედავად მათი სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსისა.
დაწესებულება საკუთარი მისიის შესრულებას ახორციელებს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
კოლეჯი ხელს უწყობს
- ინდივიდის პროფესიული განვითარებას და დასაქმებას
- შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას;
- პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნას
- საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებელების მონაწილეობას
ხედვა და ღირებულებები
ხედვა
საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლებისა და სწავლების გზით, დავეხმაროთ სტუდენტებს განივითარონ უნარები, რათა მოახდინონ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშეწყობა მათი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში. 2025 წლისთვის, დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი არის ლიდერი საგანამანათლებლო დაწესებულება საექთნო დარგში, ჰყავს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, ახდენს დარგის აქტიურ პოპულარიზაციას და ხელს უწყობს საექთნო დარგში გენდერული საკითხების, პროფესიის წარმომადგენლების სოციალურ კეთილდღეობას.
ღირებულებები
ჩვენი მთავარი ღირებულებებია:
- ჰოლისტიკური და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა პაციენტზე ზრუნვისას;
- ლიბერალური დამოკიდებულება სქესის, რასისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად;
- ორიენტირება ხარისხზე;
- ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვა პაციენტზე ზრუნვისას;
- სოციალური თანასწორობის პრინციპების დაცვა როგორც განათლების ისე პრაქტიკული საქმიანობის დროს;