გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის თეონა ასათიანის წარმატებას,
ევექსი ჰოსპიტლებმა “სიცოცხლის ელჩები” გამოავლინა, სადაც 70 ნომინანტი იყო წარდგენილი.
„სიცოცხლის ელჩების“ ღონისძიება საზეიმოდ ჩატარდა. დავით ტვილდიანის კოლეჯის კურსდამთავრებულმა, თეონა ასათიანმა “წლის საუკეთესო ექთანი”-ს ნომინაციაში გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ დავით ტვილდიანის კოლეჯის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან ევექსი ჰოსპიტლებში, ხოლო კურსდამთავრებულები უკვე ოფიციალურად საქმდებიან.