თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

ლაშა ვარაზაშვილი

მე ვარ ლაშა ვარაზაშვილი, მედძმა.

ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუმცა, რატომღაც სხვა პროფესიებით ვიყავი დაკავებული. მოგეხსენებათ, რომ ნამდვილი ხარისხიანი განათლება იშვიათია ჩვენს ამჟამინდელ რეალობაში და არც მჯეროდა თუ სადმე ვიპოვიდი ასეთ მიზანდასახულ და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პერსონალს - ეს დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებივი საექთნო კოლეჯია, სწავლის პროცესი მეტად შრომატევადი და სტუდენტის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, საუკეთესო ლექტორებით და ადმინისტრაციით დაკომპლექტებული. მინდა განსაკუთრებით გამოვარჩიო ამ სასწავლებლის დეკანი - თამარ დაუსი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით თავის საქმეში. ამ პერიოდშივე ჩემი მიღებული უმაღლესი ქულებით დავფინანსდი და სასწავლო პრაქტიკები გავიარე ლიეტუვის ქალაქ კლაიპედის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დამატებით ახალი ცოდნა მივიღე სამედიცინო პროცესების შესახებ. საქართველოში დავიწყე მალევე ევექსის ქსელში მუშაობა, ანესთეზიის განყოფილებაში. შემდეგში უკვე დაიწყო კოვიდ 19-ის გავრცელება და გამოცხადდა პანდემია. ამ პერიოდში, პარალელურად, ვმუშაობდი ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ-რეანიმაციაში, სადაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი გამოცდილება შევიძინე და ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ამ პერიოდში წარმატებით გავართვი თავი კოვიდ პაციენტების მართვას და განათლება, რომელიც ტვილდიანში მივიღე, გამომადგა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ვფიქრობ, ექთანი არის კლინიკის ის უმაღლესი რგოლი, რომელსაც ძალუძს საუკეთესოდ მართოს შიდა პროცესები და იყოს ძლიერი მენეჯერი, რადგან მან უკეთ იცის ის საჭიროებები, რაც გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობასა და კლინიკის ხარისხს. ტვილდიანის დამთავრების შემდეგ 2021 წელს ჩავაბარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - მენეჯმენტზე. ეს დამატებით მომცემს საშუალებას, მომავალში უკეთ ვიზრუნო და ჩემი წვლილი შევიტანო სამედიცინო სფეროს განვითარებაში.

მე ვარ ლაშა ვარაზაშვილი, მედძმა.

ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუმცა, რატომღაც სხვა პროფესიებით ვიყავი დაკავებული. მოგეხსენებათ, რომ ნამდვილი ხარისხიანი განათლება იშვიათია ჩვენს ამჟამინდელ რეალობაში და არც მჯეროდა თუ სადმე ვიპოვიდი ასეთ მიზანდასახულ და სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პერსონალს – ეს დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებივი საექთნო კოლეჯია, სწავლის პროცესი მეტად შრომატევადი და სტუდენტის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, საუკეთესო ლექტორებით და ადმინისტრაციით დაკომპლექტებული. მინდა განსაკუთრებით გამოვარჩიო ამ სასწავლებლის დეკანი – თამარ დაუსი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით თავის საქმეში. ამ პერიოდშივე ჩემი მიღებული უმაღლესი ქულებით დავფინანსდი და სასწავლო პრაქტიკები გავიარე ლიეტუვის ქალაქ კლაიპედის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დამატებით ახალი ცოდნა მივიღე სამედიცინო პროცესების შესახებ. საქართველოში დავიწყე მალევე ევექსის ქსელში მუშაობა, ანესთეზიის განყოფილებაში. შემდეგში უკვე დაიწყო კოვიდ 19-ის გავრცელება და გამოცხადდა პანდემია. ამ პერიოდში, პარალელურად, ვმუშაობდი ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდ-რეანიმაციაში, სადაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი გამოცდილება შევიძინე და ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ამ პერიოდში წარმატებით გავართვი თავი კოვიდ პაციენტების მართვას და განათლება, რომელიც ტვილდიანში მივიღე, გამომადგა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ვფიქრობ, ექთანი არის კლინიკის ის უმაღლესი რგოლი, რომელსაც ძალუძს საუკეთესოდ მართოს შიდა პროცესები და იყოს ძლიერი მენეჯერი, რადგან მან უკეთ იცის ის საჭიროებები, რაც გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობასა და კლინიკის ხარისხს. ტვილდიანის დამთავრების შემდეგ 2021 წელს ჩავაბარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში – მენეჯმენტზე. ეს დამატებით მომცემს საშუალებას, მომავალში უკეთ ვიზრუნო და ჩემი წვლილი შევიტანო სამედიცინო სფეროს განვითარებაში.