2026 წლის 10 ივნისს კოლეჯში შედგა პარტნიორ ორგანიზაციათა და კოლეჯის წარმომადგენელთა გაერთიანებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისა და სამომავლო ხედვების განხილვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები;
კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები;
პროფესიული განათლების პედაგოგები;
სტუდენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ:
კოლეჯის საქმიანობის ანგარიში;
2026–2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა;
2026 წლის კორექტირებული სამოქმედო გეგმა;
რისკების მართვისა და მარკეტინგული განვითარების სტრატეგიები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კოლეჯის განვითარების პრიორიტეტებზე, ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე მექანიზმებსა და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებზე.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერი დიალოგისთვის. ერთად, კიდევ უფრო მეტი მიღწევებისკენ!