7 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კორპორატიული ღონისძიება, „პროფესიონალთა ტრიუმფი“ გაიმართა, რომელშიც ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, საექთნო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ კოლეჯების საექთნო მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები.
კოლეჯი ულოცავს საექთნო პროგრამის ხელმძღვანელს ნატა ხმალაძეს მიღწეულ წარმატებას.