თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებული დარეჯან კაპანაძე

"საექთნო პროფესია მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა, ემპათია და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვის ყოველდღიური გადაწყვეტილება.

დღეს, როდესაც ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი"-ს კურსდამთავრებულის სტატუსით ვდგავარ, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ კოლეჯში განვლილ გზას — პირველ ნაბიჯებს, სწავლების პროცესს, გამოცდილებას, სირთულეებსა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამ პროფესიამ მასწავლა, რომ ზრუნვა ადამიანის ყველაზე დიდი ძალაა. იყო არაერთი რთული და ემოციურად მძიმე დღე — დაღლა, გამოწვევები, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის მომენტებიც, თუმცა არასოდეს გამქრალა მთავარი მიზანი: პაციენტის სიცოცხლეზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა.

საექთნო საქმიანობა მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნასა და პროფესიონალიზმს, არამედ დიდ შინაგან ძალას, ადამიანურობასა და ერთგულებას. სწორედ ამ პროფესიამ და ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ თავდადებითა და სიყვარულით შეუძლებელი არაფერია.

მადლობას ვუხდი- შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი"-ს თანამშრომლებს, პროფესიულ მასწავლებელს და ასევე, ყველას ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და საკუთარი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პროფესიონალი ექთანის ჩამოყალიბებაში.

ვუსურვებ თითოეულ მომავალ და მოქმედ ექთანს, ყოველთვის ღირსეულად ატარონ ეს პროფესია, უყვარდეთ და აფასებდნენ საკუთარ საქმეს, რადგან პაციენტისთვის ექთანი ხშირად ყველაზე დიდი იმედი და მხარდაჭერაა. 💙✨"

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი"-ს კურსდამთავრებული დარეჯან კაპანაძე.

🔹დარეჯან კაპანაძე 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის უფროს მედდად და საექთნო მიმართულების მენეჯერად;

2019 წლიდან - ჰემოდიალიზის ექთანი;

2019-2023 წლებში - გაიარა გადამზადება ინდოეთში Max super speciality Hospital Vaishali;

2019-2023 იყო პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიაზე პასუხისმგებელი ექთანი;

2024-2026 წლამდე - ნეიროქირურგიის უფროსი ექთანი;

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" ამაყობს დარეჯან კაპანაძის პროფესიული მიღწევებით და უსურვებს პროფესიულ განვითარებას, უამრავ წარმატებასა და დასახული მიზნების სრულად განხორციელებას !

“საექთნო პროფესია მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა, ემპათია და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვის ყოველდღიური გადაწყვეტილება.

დღეს, როდესაც ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი”-ს კურსდამთავრებულის სტატუსით ვდგავარ, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ კოლეჯში განვლილ გზას — პირველ ნაბიჯებს, სწავლების პროცესს, გამოცდილებას, სირთულეებსა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამ პროფესიამ მასწავლა, რომ ზრუნვა ადამიანის ყველაზე დიდი ძალაა. იყო არაერთი რთული და ემოციურად მძიმე დღე — დაღლა, გამოწვევები, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის მომენტებიც, თუმცა არასოდეს გამქრალა მთავარი მიზანი: პაციენტის სიცოცხლეზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა.

საექთნო საქმიანობა მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნასა და პროფესიონალიზმს, არამედ დიდ შინაგან ძალას, ადამიანურობასა და ერთგულებას. სწორედ ამ პროფესიამ და ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ თავდადებითა და სიყვარულით შეუძლებელი არაფერია.

მადლობას ვუხდი- შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი”-ს თანამშრომლებს, პროფესიულ მასწავლებელს და ასევე, ყველას ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და საკუთარი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პროფესიონალი ექთანის ჩამოყალიბებაში.

ვუსურვებ თითოეულ მომავალ და მოქმედ ექთანს, ყოველთვის ღირსეულად ატარონ ეს პროფესია, უყვარდეთ და აფასებდნენ საკუთარ საქმეს, რადგან პაციენტისთვის ექთანი ხშირად ყველაზე დიდი იმედი და მხარდაჭერაა. 💙✨

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი”-ს კურსდამთავრებული დარეჯან კაპანაძე.

🔹დარეჯან კაპანაძე 2018 წლიდან დღემდე დასაქმებულია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის უფროს მედდად და საექთნო მიმართულების მენეჯერად;

2019 წლიდან – ჰემოდიალიზის ექთანი;

2019-2023 წლებში – გაიარა გადამზადება ინდოეთში Max super speciality Hospital Vaishali;

2019-2023 იყო პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიაზე პასუხისმგებელი ექთანი;

2024-2026 წლამდე – ნეიროქირურგიის უფროსი ექთანი;

🔹შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი” ამაყობს დარეჯან კაპანაძის პროფესიული მიღწევებით და უსურვებს პროფესიულ განვითარებას, უამრავ წარმატებასა და დასახული მიზნების სრულად განხორციელებას !