შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივმა საექთნო კოლეჯმა” ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და სწავლების სპეციფიკას. მათ ასევე, პრაქტიკულად გამოსცადეს სხვადასხვა საექთნო მანიპულაციის შესრულება მულაჟებზე, რამაც განსაკუთრებული ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ საექთნო პროფესიას და ჩვენი კოლეჯის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს სტუმრობისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობასა და პროფესიულ არჩევანში!








