საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში “სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსში” მონაწილეობა მიიღეს 112 სკოლის 7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებმა.
შეხვედრის კურის თემა: გულ ფილტვის რეანიმაცია -პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რომელიც მათ მედდა-ტრენერმა ლეილა ვოსკანიანმა აუხსნა, მოზარდებმა ძალიან სწრაფად აითვისეს და დიდი მონდომებით შეუდგნენ მანიპულაციის შესრულებას შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის” მე-2 კურსის სტუდენტების დახმარებით.
ჩართული სტუდენტები: მარიამ კარდანახიშვილი, ნატა ხმალაძე.