საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში “სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსში” მონაწილეობა მიიღეს 139-ე სკოლის 7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებმა.
შეხვედრის კურის თემა: გულ ფილტვის რეანიმაცია (CPR)-ი -პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რომელიც მათ მედდა-ტრენერმა რუსუდან ქსოვრელმა აუხსნა, მოზარდებმა ძალიან სწრაფად აითვისეს და დიდი მონდომებით შეუდგნენ მანიპულაციის შესრულებას შპს “დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის” მე-2 კურსის სტუდენტების დახმარებით.
კოლეჯმა სკოლის მოსწავლეებს საჩუკრად გადასცა CPR-ის ნიღაბი, პირით პირში სუნთკვისთვის.
ჩართული სტუდენტები:სოფო ბეჟანიშვილი, თამთა ნოზაძე, მარიამ ცუცქირიძე.