საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში “სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსში” მონაწილეობა მიიღეს 139 სკოლის 7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებმა.
* მოზარდებს შეექმნათ ნათელი წარმოდგენა ექთნის პროფესიისა და სამედიცინო სფეროში მისი როლის შესახებ.
* გაეცნენ ჰიგიენის ასეპტიკასა და ანტისეპტიკის პრინციპების შესახებ ინფორმაციას.
ხელის დაბანის ტექნიკა, რომელიც მათ მედდა-ტრენერმა რუსუდან ქსოვრელმა აუხსნა, ძალიან სწრაფად აითვისეს და დიდი მონდომებით შეუდგნენ ხელებიდან ბაქტერიების მოცილებას.
ექსპერიმენტში მონაწილე ორივე გუნდი გამარჯვებულია, რადგან მათ დაამარცხეს ბაქტერიები.