თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

უკან

„სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“ 

ტრენინგები ამჯერად, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯში ჩატარდა, რომელშიც თბილისის სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

ტრენინგების მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების ჰოლისტურად დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. 

ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი
  • კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა
  • სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
  • სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა

მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ყველა ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებისათვის ჩატარდება