მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა!
2026 წლის 10 ივნისს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს‘’ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის’’ (WHO) ექსპერტები მისიით ესტუმრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში საექთნო განათლების რეფორმა და პროფესიულ (VET) და უმაღლეს განათლებას შორის „დამაკავშირებელი
პროგრამის“ (Bridging Program) განვითარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებს – ბატონ ტომას რუბალს (ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩეველი, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” საქართველოს ოფისი);
ქალბატონ მარი-ანა მატიასკოვას (კონსულტანტი, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” საქართველოს ოფისი) პროფესორ ბრიგიტა სკელა სავიჩს -(კვლევითი საბჭოს წევრი, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ევროპის რეგიონული ოფისი) გავაცანით ჩვენი კოლეჯის ისტორია,სტრატეგიული გეგმა, მიღწევები და სამომავლო ხედვები. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების
ისტორიების გაზიარება იყო, რომლებიც დღეს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე (გერმანია, აშშ) წარმატებით მოღვაწეობენ.
შეხვედრის ბოლოს, კოლეჯის სტუდენტებთან, პროფესიულ პედაგოგებთან და კოლეჯის კლინიკური პრაქტიკის კოორდინატორ ნინო სვანიძესთან (ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი) ერთად , დეტალურად განვიხილეთ საექთნო საგანმანათლებლო პროგრამის გამოწვევები და ის საჭიროებები, რაც პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
ჩვენთვის დიდი პატივია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით ,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
WHO’’-ს ექსპერტებს ნაყოფიერი დისკუსიისთვის.
კოლეჯი აგრძელებს მუშაობას ხარისხიანი განათლებისთვის, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იყვნენ იმ ცოდნითა და უნარებით,
რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საექთნო პრაქტიკისთვის.
An important meeting! On June 10, experts from the World Health Organization (WHO) visited the “David Tvildiani Medical University Public Nursing College” on a mission.
The main topic of the meeting was nursing education reform in Georgia and the development of ‘’Bridging Program’’ between vocational education and training (VET) and higher education.
During the visit, we presented our colleges history, strategic plan, achievements, and future visions to the experts: Mr. Tomas Roubal (Advisor on Health Policy, WHO Country Office in Georgia),
Ms. Marie-Anna Matyaskova (Consultant, WHO Country Office in Georgia), Prof. Brigita Skela Savic (Research Councilor Head of Chair for Health Care Sciences, Member, WHO Regional Office for Europe).
One of the most impressive parts of the meeting was sharing the stories of our successful graduates, who are currently working successfully both in Georgia and internationally (Germany,
USA). At the end of the meeting, together with our students and professional teachers, and college nursing program coordinator Ms. Nino Svanidze at American Hospital Tbilisi we discussed in detail the challenges of the nursing education program and the needs that will facilitate the transition from vocational education to the higher education level.
It is a great honor for us to collaborate with the “World Health Organization”. We thank the WHO experts for the fruitful discussion. The College continues to work toward quality education to ensure our graduates are equipped with the knowledge and skills necessary for modern nursing practice















